Accessibility links

logo-print

პაკისტანი აკრიტიკებს აშშ-ის საჰაერო დარტყმას, რომლითაც თალიბანის ლიდერი მოკლეს


პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჩაუდრი ნისარ ხანმა, გააკრიტიკა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიში, რომლის შედეგადაც თალიბანის ლიდერი, მოლა ახტარ მანსური მოკლეს. ხანმა უკანონო უწოდა ახტარ მანსურის პაკისტანში ყოფნისას განხორციელებულ თავდასხმას. პენტაგონის განცხადებით, მანსურზე იერიში მიიტანეს 21 მაისს იმ წესის მიხედვით, რომლითაც დაშვებულია „თავდაცვითი დარტყმები“ ავღანეთში აშშ-ისა და კოალიციის ჯარებისათვის „კონკრეტული, უშუალო საფრთხის“ შემქმნელი პირების წინააღმდეგ. მაგრამ ხანის თქმით, „საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“ აშშ-ის მთავრობის განცხადება, რომ „ვინც უნდა უქმნიდეს საფრთხეს, მას მიზანში ამოიღებს, სადაც უნდა იმყოფებოდეს ეს პირი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 23 მაისს გამოაცხადა, რომ თალიბანის ლიდერი მოკლეს უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმისას პაკისტანში, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად.

XS
SM
MD
LG