Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ადასტურებს, რომ ვიზა მისცა რუს მინისტრს, სანქციების მიუხედავად


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 მაისს დაადასტურა, რომ პარიზმა ვიზა მისცა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ალექსანდრ ტკაჩოვს, მიუხედავად მის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოქმედებისა. ევროკავშირმა სანქციები შემოიღო ათობით რუსი ოფიციალური პირის წინააღმდეგ 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება საფრანგეთის საგარეო უწყების პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით, ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ ტკაჩოვი პარიზში საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩადიოდა. ტკაჩოვის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია 22 მაისს ჩავიდა პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრასთან დაკავშირებით. ტკაჩოვი 2014 წელს შეიყვანეს იმ პირთა სიაში, რომლებსაც ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა.

XS
SM
MD
LG