Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი, სავარაუდოდ, დღეს გაცვლიან პატიმრებს


დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინამ შეიწყალა ორი რუსი პატიმარი, რათა ისინი გაცვალოს რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელ ნადია სავჩენკოში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ორივე რუსი პატიმარი უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩაჰყავთ რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში. ერთ-ერთის ადვოკატი ოქსანა სოკოლოვსკა როგორც ამბობს, მის ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, პატიმრების შეწყალება და გაცვლა დღეს არის მოსალოდნელი. სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს რუსეთში წელს მარტში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო უარყოფს ბრალდებებს. ხოლო უკრაინამ რუსეთის ორ მოქალაქეს - ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროვფეევს - 14-14 წლით პატიმრობა მიუსაჯა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის.

XS
SM
MD
LG