Accessibility links

ავღანეთში თალიბანს ახალი ლიდერი ჰყავს


ავღანეთში თალიბანმა დაასახელა ახალი ლიდერი, რომელიც შეცვლის გასულ კვირაში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად მოკლულ მოლა ახტარ მანსურს. 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში თალიბანმა დაადასტურა მოლა მანსურის სიკვდილი და მანსურის ერთ-ერთი მოადგილე, მოლა ჰაიბატულა ახუნძადა დაასახელა ახალ მეთაურად. მოლა ახუნძადა თალიბანის მოსამართლეც იყო. თალიბანის განცხადებით, ის ერთხმად აირჩიეს ჯგუფის ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პაკისტანში გაიმართა. ამავე შეხვედრაზე აირჩიეს ახალი ლიდერის მოადგილეები, მათ შორის სირაჯუდინ ჰაყანი - იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც ორგანიზებული აქვს რამდენიმე გახმაურებული აფეთქება ქაბულში.

XS
SM
MD
LG