Accessibility links

ჯონ კერიმ საქართველოს მოქალაქეებს მიულოცა დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი


საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავი მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. ამერიკელი ხალხის და პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სახელით გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი აღნიშნავს, 26 მაისს სრულდება 25 წელიც საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობიდან. „ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც რეგიონში დემოკრატიული პროგრესის მოწინავე მაგალითს და ეს მიღწევა მეტად აღსანიშნავია იმ დროს, როცა თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“, - ნათქვამია ჯონ კერის წერილში. სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ აშშ ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჯონ კერის განცხადებითვე, აშშ საქართველოს მადლიერია პარტნიორობისთვის და ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის ამ ქვეყნის და რეგიონის უკეთესი მომავლის მხარდასაჭერად. „ამერიკის შეერთებული შტატები ელის უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მისალოც წერილში.

XS
SM
MD
LG