Accessibility links

logo-print

ცნობების თანახმად, ნადია სავჩენკო უკრაინაში ბრუნდება


დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინელი მფრრინავი ქალი, ნადია სავჩენკო, რომელიც რუსეთში დააპატიმრეს, გათავისუფლებულია და იმყოფება თვითმფრინავში, რომლითაც უკრაინაში ჩაჰყავთ. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ანონიმურ წყაროებზე მითითებით იუწყება, რომ უკრაინაში, თავის მხრივ, გაათავისუფლეს ორი რუსი პატიმარი და ისინიც სამშობლოში მიფრინავენ. უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია იუწყება, რომ მალე (თბილისის დროით 16:15 საათზე) გაავრცელებს საგანგებო განცხადებას. დღეს უფრო ადრე ადვოკატმა ოქსანა სოკოლოვსკამ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს მოხდება პატიმრების გათავისუფლება და გაცვლა. უკრაინელ სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს რუსეთში წელს მარტში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო უარყოფს ბრალდებებს. ხოლო უკრაინამ რუსეთის ორ მოქალაქეს - ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს - 14-14 წლით პატიმრობა მიუსაჯა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის.

XS
SM
MD
LG