Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა გიგა ოთხოზორიას ოჯახს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს. პრემიერი დღეს მივიდა ზუგდიდში, ოთხოზორიების საცხოვრებელ სახლში მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან ერთად. საქართველოში ძებნაა გამოცხადებული ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ პირზე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟე რაშიდ კანჯიოღლიზე. ზუგდიდის მკვიდრი გიგა ოთხოზორია 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე გასროლით მოკლეს.

XS
SM
MD
LG