Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში დაიკარგა თათარი აქტივისტი, ერვინ იბრაგიმოვი


ყირიმელი თათარი აქტივისტების ცნობით, დაიკარგა მათი თანამოაზრე ერვინ იბრაგიმოვი. ყირიმელი თათრების თვითმმართველი ორგანოს, მეჯლისის, თავმჯდომარის მოადგილემ, ნარიმან ჯელიალმა 25 მაისს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ იბრაგიმოვი წუხელ გაუჩინარდა. ახლობლები ვერ ახერხებენ მასთან დაკავშირებას. 2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიკარგა რამდენიმე ყირიმელი თათარი, რომელთაგან ზოგი გარდაცვლილი იპოვეს. ყირიმელი თათრების უმრავლესობა ღიად ეწინააღმდეგება კუნძულის ანექსიას.

XS
SM
MD
LG