Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეიწყალა ნადია სავჩენკო


კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინელი პატიმარი, ნადია სავჩენკო შეიწყალა. ასევე პესკოვის თქმით, მოსკოვის აეროპორტში ჩაფრინდა თვითმფრინავი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა უკრაინაში პატიმრობიდან გათავისუფლებული ორი რუსი. სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს რუსეთში წელს მარტში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო უარყოფს ბრალდებებს. ის დღეს დაბრუნდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში ციხიდან გამოუშვეს. ხოლო რუსეთის ორ მოქალაქეს - ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს - უკრაინაში 14-14 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის. დღეს უფრო ადრე გავრცელდა ცნობები უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების მოსალოდნელ გაცვლაზე.

XS
SM
MD
LG