Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იუწყება „ზიკა“ ვირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევაზე


რუსეთი ადასტურებს „ზიკა“ ვირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევას. რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, „როსპოტრებნადზორის“ თავმჯდომარე ანანა პოპოვამ 25 მაისს გამოაცხადა, რომ ინფიცირებულია რუსი მამაკაცი, რომელიც ბოლოხანს დომინიკელთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა. წლევანდელი თებერვლის შემდეგ, ეს არის „ზიკათი“ ინფიცირების მეოთხე შემთხვევა რუსეთში. ვირუსი, რომელიც კოღოებს გადააქვთ, ათობით ქვეყანაში დაფიქსირდა პირველად ბრაზილიაში 2015 წელს აღმოჩენის შემდეგ. „ზიკათი“ ორსული ქალების ინფიცირებას უკავშირდება ტვინის თანდაყოლილი დეფექტები და ნევროლოგიური პრობლემები ახალშობილებში.

XS
SM
MD
LG