Accessibility links

logo-print

საფრანგეთში გაიფიცნენ ენერგეტიკის სფეროს თანამშრომლები


საფრანგეთში სერიოზული შეფერხება გამოიწვია ენერგეტიკისა სფეროს, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის, ნავთობის საბადოებისა და პორტების მუშაკთა გაფიცვამ, რაც მთავრობის მიერ ჩაფიქრებული რეფორმების წინააღმდეგ არის მიმართული. პროფკავშირები აცხადებენ, რომ გამომუშავებული ენერგიის სიმძლავრე 26 მაისს 5 გიგავატით შემცირდა მას შემდეგ, რაც ატომური ელექტროსადგურის მუშაკები და ტექნიკური პერსონალი გაფიცვას შეუერთდა. 25 მაისს საფრანგეთის მთავრობამ საწვავის სტრატეგიული მარაგების დახარჯვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მოპიკეტეთა მიერ მოწყობილმა ბლოკადამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, საწვავით უზრუნველყოფის შეფერხება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG