Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისის ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და გამოფენები. რუსთაველის გამზირზე წელსაც განთავსდა სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების სტენდები, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. საღამოს 8 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაიწყება საზეიმო კონცერტი, რომელსაც უცხოელ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG