Accessibility links

logo-print

აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებელთა სამეურვეო საბჭო მიესალმა ხადიჯა ისმაილოვას განთავისუფლებას


აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებელთა სამეურვეო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ლანსინგი მიესალმა აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს 25 მაისის გადაწყვეტილებას რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას განთავისუფლების შესახებ. „ეს არის პოზიტიური მოვლენა აზერბაიჯანელი ხალხისათვის და პრესის თავისუფლებისაკენ წინგადადგმული ნაბიჯი“, - ნათქვამია ჯონ ლანსინგის განცხადებაში. ამასთან აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებელთა სამეურვეო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა კვლავ მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რათა მუშაობის უფლება მისცეს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2014 წლის დეკემბრიდან დახურულია.

XS
SM
MD
LG