Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებული აფხაზეთი არ ადასტურებს კანჯი-ოღლის დაკავებას


თვითგამოცხადებული აფხაზეთის პროკურატურა უარყოფს რაშიდ კანჯი-ოღლუს დაკავების ფაქტს. სოფელ ხურჩის ბინადრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი აფხაზი მესაზღვრის დაპატიმრების შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია 26 მაისს გავრცელდა ქართულ მედიაში. როგორც თვითგამოცხადებული აფხაზეთის პროკურატურაში განუცხადეს რადიო თავისუფლების ქართულენოვანი რედაქციის პროგრამა „ეხო კავკაზას“, კანჯი-ოღლი ჩამოშორებულია საქმიანობას და მის მიმართ წარმოებს სამსახურებრივი მოკვლევა.

XS
SM
MD
LG