Accessibility links

logo-print

საქსტატი: წინა წელთან შედარებით 0,4%-ით შემცირდა უმუშევრობის დონე


2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ შეადგინა 12%, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია - ამის შესახებ დღეს იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მისივე ცნობით, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობის დონე 0,4%-ით შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წელს, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შეადგინა შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 67,8%. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2,3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0,8 პროცენტული პუნქტით. „საქსტატის“ განმარტებით, დასაქმებულებში ტრადიციულად, სჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. ამასთან, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 8,8%-ით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 2,7%-ით შემცირდა.

XS
SM
MD
LG