Accessibility links

logo-print

რუსეთმა 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს დეპორტაციისას გარდაცვლილი მანანა ჯაბელიას ოჯახს


რუსეთმა 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს 2006 წელს, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას გარდაცვლილი მანანა ჯაბელიას ოჯახს. გადაწყვეტილება სტრასბურგში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც სარჩელით მიმართა გარდაცვლილის ოჯახმა. სარჩელში ნათქვამი იყო, რომ მანანა ჯაბელიას მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებას და კრძალავს უკანონო დაკავებას და წამებას. მანანა ჯაბელია რუსეთის ერთ-ერთ იზოლატორში გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის ადვოკატმა პავლე ბერიამ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ რუსეთის მხარემ ითხოვა მომჩივანთან მორიგება, რასაც გარდაცვლილის ოჯახი დათანხმდა. ადვოკატის ინფორმაციით, საბოლოოდ, რუსეთს დაეკისრა მანანა ჯაბელიას ოჯახისთვის 70 ათასი ევროს გადახდა და სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.

XS
SM
MD
LG