Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილი: ლევილი იქნება ქართული კულტურის კერა


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლევილი იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი მსოფლიო მასშტაბით. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სიმბოლურია, რომ საფრანგეთში, ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის თაობაზე დოკუმენტს ხელი გუშინ მოეწერა. განზრახულობათა ოქმით, რომელიც იურიდიული დოკუმენტის სახეს საბოოლოდ შემოდგომისათვის მიიღებს,ლევილის მამული გადაეცემა საქართველოს სახელმწიფოს. დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა მოაწერეს ხელი. პრემიერ-მინისტრმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში და იუსტიციის მინისტრს.

XS
SM
MD
LG