Accessibility links

ობამა ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა ჰიროსიმაში


ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც 27 მაისს ისტორიული ვიზიტით ესტუმრა ჰიროსიმას, მსოფლიოში ატომური ბომბით დანგრეულ პირველ დასახლებულ პუნქტს. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობამდე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ, მსგავსი ტრაგედიის განმეორების თავიდან აცილება, მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ობამას თქმით, მისი ჩასვლა ჰიროსიმაში არის პატივისცემა იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა მოეხადა ბოდიში, ჰიროსიმაზე ამერიკული სტრატეგიული თვითმფრინავისB 29-ის მიერ 15 კილოტონა ატომური ბომბის ჩამოგდებაზე, რასაც 1945 წლის 6 აგვისტოს 80 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG