Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავჩენკო მზად არის კენჭი იყაროს პრეზიდენტობისათვის


რუსეთის ციხიდან გათავისუფლებული უკრაინელი მფრინავი ქალი ნადია სავჩენკო აცხადებს, რომ იგი მზად არის კენჭი იყაროს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევაზე, თუ ეს საჭირო გახდება. „უბრალოდ ბოლომდე არ მჯერა, რომ ჩვენმა ხალხმა ისწავლა არ გაცვალოს საკუთარი ხმა წიწიბურაში“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე სავჩენკომ, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის საპატიმროში ყოფნის დროს, დაუსწრებლად აირჩიეს უკრაინის უზენაესი საბჭოს, „ვერხოვნა რადას“ დეპუტატად. სავჩენკომ მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ პოლიტიკოსებისათვის ხელის ჩამორთმევა მათთან მეგობრობად არ ჩაუთვალონ. რუსეთის ციხიდან განთავისუფლების შემდეგ სავჩენკომ ხელი ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელმაც სავჩენკოს გმირის წოდება მიანიჭა და ის „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით დააჯილდოვა.

XS
SM
MD
LG