Accessibility links

ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ აფხაზები „არ მიაჩუმათებენ“ მკვლელობის დანაშაულს


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ამასთან, სახელმწიფო მინისტრს აქვს მოლოდინი, რომ აფხაზები ამ საქმეს „არ მიაჩუმათებენ და ეჭვმიტანილს არ გააპარებენ“. ზაქარეიშვილმა ეს განაცხადა ოკუპირებულ გალში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დაწყებამდე. გალში ბოლო 4 წლის განმავლობაში დღეს პირველად იმართება ამ ფორმატის შეხვედრა. 26 მაისს კი ზუგდიდში დაკრძალეს გალის რაიონიდან დევნილი, გიგა ოთხოზორია, რომელიც 19 მაისს სასიკვდილოდ დაჭრა აფხაზმა მესაზღვრემ. თვითგამოცხადებული აფხაზეთის პროკურატურა უარყოფს მკვლელობაში ეჭვმიტანილი რაშიდ კანჯი-ოღლუს დაკავების ფაქტს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG