Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი საბერძნეთში ჩავიდა


რუსეთის პრეზიდენტი ჩავიდა საბერძნეთში, რაც ვლადიმირ პუტინის პირველი ვიზიტია ევროკავშირის ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ რუსეთს ევროკავშირმა და აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში პუტინი საბერძნეთის პრეზიდენტ, პროკოპის პავლოპოულოსსა და პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს შეხვდება. ვიზიტის დაწყებამდე პუტინმა ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისაკენ მოუწოდა. კრემლი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს. ვლადიმირ პუტინი „ცალ კარში თამაშის მანკიერ ლოგიკაზე“ უარის თქმას მიიჩნევს პარტნიორული ურთიერთობის რეჟიმში დაბრუნების პირობად, და ბრიუსელს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას ურჩევს. ამის შესახებ პუტინი წერს ბერძნული გაზეთ „კატიმერინის“ სვეტში, რომელიც საბერძნეთში თავისი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG