Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი თავის შტატგარეშე მრჩევლად დანიშნა


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავის შტატგარეშე მრჩევლად დანიშნა. რასმუსენმა განაცხადა, რომ ყოველ ღონეს იხმარს უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რეფორმების გატარებისა და ევროკავშირთან დაახლოებისთვის. რასმუსენმა უკრაინაში შექმნილ ვითარებას საგანგაშო უწოდა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და შეუდგეს რეფორმების გატარებას. რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა რასმუსენის დანიშვნას რუსეთის მიმართ მტრული ჟესტი უწოდა. ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა კი რასმუსენის დანიშვნას უწოდა „შოუ“, რომლითაც უკრაინა ყურაღების მიპყრობას ცდილობს. ანდერს ფოგ რასმუსენს 2009-2104 წლებში ეკავა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა.

XS
SM
MD
LG