Accessibility links

logo-print

თურქეთი იტყობინება, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ასზე მეტი მებრძოლი გაანადგურა


როგორც თურქეთის მედია იტყობინება თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ასზე მეტი მებრძოლია განადგურებული. დარტყმა განხორციელდა „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშის საპასუხოდ, რომლის შედეგადაც თურქეთის ქალაქ კილისში ხუთი ადამიანი დაშავდა. თურქეთის შეიარაღებული ძალები არ აკონკრეტებენ, როგორ შეძლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებული მებრძოლების რაოდენობის დადგენა.

XS
SM
MD
LG