Accessibility links

logo-print

პაპი: მიგრანტები კი არ წარმოადგენენ საფრთხეს, არამედ ისინი თავად არიან საფრთხეში


პაპი ფრანცისკეს თქმით, მიგრანტები „კი არ წარმოადგენენ საფრთხეს, არამედ ისინი თავად არიან საფრთხეში“. კათოლიკური ეკლესიის მეთაური 28 მაისს შეხვდა ასობით ბავშვს, მათ შორის ნიგერიელ მიგრანტ ბიჭს, რომლის მშობლებიც დაიხრჩვნენ, როცა იტალიის ნაპირებამდე მიღწევას ცდილობდნენ. განვლილ კვირაში სავარაუდოდ 10 ათასამდე ადამიანი გადაარჩინეს ლიბიის ნაპირებთან, როცა მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში გადასხდომას ცდილობდნენ. რამდენიმე ნავი ჩაიძირა. იუნისეფის თქმით, ნაპოვნ 45 დაღუპულს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვიც იყო.

XS
SM
MD
LG