Accessibility links

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დონბასში უკრაინის ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დონბასში უკრაინის ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის საკითხებში, ალექსანდრ მოტუზიანიკი. კიევში აცხადებენ, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა 30-ჯერ დაარღვიეს საზავო შეთანხმება და ცეცხლი გაუხსნეს სამთავრობო ჯარების პოზიციებს დონეცკის, მარიუპოლისა და ლუგანსკის მიმართულებებით. თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ ამ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სოფლების - სპარტაკის, ჟაბიჩევოს, ვესიოლოესა - და ქალაქ დოკუჩაევსკის მახლობლად. კიევი და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში და სამხედროებსა და შეიარაღებას უგზავნის მათ. კრემლი უარყოფს ამ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG