Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა სპიკერის პოსტზე კვლავ აირჩია ზომიერი კონსერვატორი ალი ლარიჯანი


კვირას ირანის პარლამენტმა სპიკერის პოსტზე კვლავ აირჩია ზომიერი კონსერვატორი ალი ლარიჯანი. მის კანდიდატურას 290 დეპუტატიდან 173-მა დაუჭირა მხარი. ლარიჯანის მეტოქეს, რეფორმატორ მოჰამად-რეზა არეფს 103-მა დეპუტატმა მისცა ხმა. პარლამენტში გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ შეაქო ლარიჯანი ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შარშან მიღწეული შეთანხმებისთვის და პარლამენტსა და მთავრობას შორის მეტი ურთიერთმოქმედების მოწოდებით გამოვიდა ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და კრიზისების მოსაგვარებლად. ლარიჯანი უკვე მესამედ ხდება ირანის პარლამენტის, მეჯლისის სპიკერი. ეს თანამდებობა მან პირველად 2008 წელს დაიკავა. შაბათს ახალი პარლამენტის დეპუტატებმა ფიცი დადეს. თებერვალსა და აპრილში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რეფორმატორებმა 133 მანდატი მოიპოვეს, კონსერვატორებმა კი 125. ამით დასრულდა მკაცრი კურსის კონსერვატორთა დომინირების 12-წლიანი პერიოდი.

XS
SM
MD
LG