Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საგანგებო დანიშნულების რაზმებმა დაასრულეს ძალების კონცენტრირება ფალუჯის გარშემო


ერაყის საგანგებო დანიშნულების რაზმებმა დაასრულეს ძალების კონცენტრირება ფალუჯის გარშემო. ისინი ემზადებიან სამხედრო ოპერაციისთვის, რათა დედაქალაქ ბაღდადიდან 70 კილომეტრზე მდებარე ქალაქიდან განდევნონ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. 22 მაისს დაწყებული ოპერაციის ფარგლებში ერაყის ძალებმა, მათ შორის ირანის მხარდაჭერით მოქმედმა შიიტურმა გასამხედროებულმა რაზმებმა, მთელი რიგი რეგიონები ჩაიგდეს ხელთ ფალუჯის გარშემო. ერაყის საგანგებო დანიშნულების რაზმების წარმომადგენლის, დია თამირის თქმით, გასულ კვირაში დაწყებული ოპერაციის შედეგად, კვლავ დაწესდა კონტროლი ქალაქის გარშემო ტერიტორიების 80%-ზე. მას არ დაუკონკრეტებია ჯარების რაოდენობა და მოსალოდნელი იერიშის დრო. ფალუჯა, რომელიც 2014 წელს ჩაუვარდა ხელში „ისლამურ სახელმწიფოს“, ერთ-ერთია იმ ორ დიდ ქალაქს შორის, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ჯიჰადისტები. მეორეა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული.

XS
SM
MD
LG