Accessibility links

უკანასკნელ რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, დაიღუპა 700-ზე მეტი მიგრანტი


უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, დაიღუპა 700-ზე მეტი მიგრანტი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპის კონტინენტზე მოხვედრას ცდილობდა. როგორც ასოშიეიტედ პრესი იტყობინება გაეროს ლტოლვილთა საკითხების უწყების წარმომადგენელზე, კარლოტა სამიზე დაყრდნობით, მიმდინარე კვირაში იტალიის ნაპირებთან სამი ხომალდი ჩაიძირა. 25 მაისს ასამდე ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ, როცა გადაბრუნდა ხომალდი, რომელშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ. 26 მაისს დილით ჩაიძირა ხომალდი, რომელზეც 670 ადამიანი იმყოფებოდა. 550 მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, გადაარჩინეს 104. კიდევ ერთი ხომალდი გადაბრუნდა 27 მაისს. მოხერხდა მხოლოდ 135 ადამიანის გადარჩენა. ნაპოვნია 45 გვამი, მრავალი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იტალიის სამხრეთ კუნძულებზე ყოველკვირა ჩადიან ხომალდები მიგრანტებით ჩრდილოეთ აფრიკიდან.

XS
SM
MD
LG