Accessibility links

logo-print

ინტერპოლი ეძებს ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსლან მუჰუდინოვს


ინტერპოლი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსლან მუჰუდინოვს ეძებს. ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „სევერის“ ბატალიონის 29 წლის წევრი, რომელსაც ნემცოვის მკვლელობის დაკვეთა და ორგანიზებაში ედება ბრალი, პოვნისთანავე უნდა დააკავონ. ნემცოვის ოჯახის ადვოკატი ვადიმ პროხოროვი მიიჩნევს, რომ რუსლან მუჰუდინოვი დამკვეთთა შორის ყველაზე დაბალი რანგისაა და რუსეთის საგამოძიებო სამსახური მისი დაკავებით „სევერის“ ყოფილი მეთაურის, რუსლან გერემეევისა და ჩეჩნეთის ლიდერის უახლოესი პირების დაცვას ცდილობს. 2015 წლის 18 ნოემბერს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბრალდებულს დაუსწრებლად მიუსაჯა დაპატიმრება. რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვში ცეცხლსასროლი იარაღით.

XS
SM
MD
LG