Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილის და ანდრეი კისკას შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევის გახშირებული ფაქტები. გიორგი მარგველაშვილმა ანდრეი კისკას მადლობა გადაუხადა საქართველის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრისას ხაზი გაესვა წვლილს, რომელიც სლოვაკეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების პროცესში. „ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ანდრეი კისკამ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია იმპულსი მისცეს სხვადასხვა სფეროში საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობის განვითარებასაც.

XS
SM
MD
LG