Accessibility links

ქართლის ღვინის ფესტივალი


ატენში, ორბელიანების უძველეს მარანში, ქართლის ღვინის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი გორი-ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ინიციატივით დაარსდა და ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო. ფესტივალის მსვლელობისას გაიმართა ქართლში არსებული ვაზის ჯიშებისგან დაწურული ღვინის დეგუსტაცია. სტუმრებს შორის იყვნენ დელეგაციები პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან. კორსიკულ ანსამბლ "მერიდიანის" წევრებმა ანსამბლ "მაჩაბელასთან" ერთად ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. იქვე გამოიფინა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ნახატები, თექაზე მომუშავე ოსტატების ნახელავი. ქართლის ღვინის ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად ჩატარდება. ფესტივალის მიზანია ქართლის ღვინის, განსაკუთრებით ოჯახებში დამზადებული ღვინის, პოპულარიზაცია.

XS
SM
MD
LG