Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის თავმჯდომარე რუსეთში მიწვევას დათანხმდა


ევროკომისიის თავმჯდომარე, ჟან-კლოდ იუნკერი დათანხმდა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთში მომავალ თვეში დაგეგმილ შეხვედრაში. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავმჯდომარე იუნკერი მონაწილეობას მიიღებს 16 ივნისს, პეტერბურგში დაგეგმილ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში. კრემლი მიესალმა ცნობას და პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი იუნკერის ვიზიტის მიმართ, რომ მან შიძლება დათბობა მოიტანოს ევროკავშირთან ურთიერთობაში. იუნკერი პირველი ოფიციალური პირია ევროკავშირიდან, რომელიც რუსეთში ჩადის მოსკოვისთვის სანქციების დაწესების შემდეგ. ის გამოვიდა მოწოდებით რუსეთთან „პრაქტიკული ურთიერთობის“შესახებ. იუნკერი გააკრიტიკეს ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას ემხრობიან. 2014 წელს ყირიმის ანექსიის და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო რუსეთს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. ევროკავშირმა მალე უნდა გადაწყვიტოს, გაუგრძელებს თუ არა რუსეთს სანქციებს.

XS
SM
MD
LG