Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სამი ჯარისკაცი მოკლეს


უკრაინის არმიის ცნობით, მისი სამი ჯარისკაცი მოკლეს და რვა დაჭრეს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტებთან შეტაკებისას. არმიის წარმომადგენელმა, ანდრიი ლისენკომ განაცხადა 30 მაისს, რომ ბრძოლები ბოლო თვეში უფრო ინტენსიური გახდა და რომ სეპარატისტები მძიმე იარაღსაც იყენებენ, როგორიცაა „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი. ამავე ცნობით ბოლო ხანს ბრძოლა გახშირდა დონეცკისა და მარიუპოლის არეალებში; ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინის არმიამ არსებითი დანაკარგი ნახა. 24 მაისს უკრაინის არმიამ სეპარატისტებთან ბრძოლაში შვიდი სამხედრო დაკარგა, 28 მაისს კი - ხუთი. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მოწოდება გამოთქვა, უცხოეთიდან მეტი მხარდაჭერის შესახებ და თავის მრჩევლად დაასახელა ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი.

XS
SM
MD
LG