Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთმა გააკრიტიკა ირანი ჰაჯის თაობაზე მოთხოვნის გამო


საუდის არაბეთმა დაგმო ირანის მოთხოვნა ჰაჯის, მაჰმადიანთა ყოველწლიური პილიგრიმობის შესახებ და მას „მიუღებელი“ უწოდა. თეირანმა რიადი დაადანაშაულა „ალაჰისკენ გზის გადაკეტვაში“. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმ აგანაცხადა, რომ ირანმა ისურვა დემონსტრაციების გამართვის უფლება და პრივილეგიის მინიჭება, რომელიც საუდის არაბეთის მინისტრის თქმით, საუდის არაბეთის „წმინდა ადგილებში“ გამოიწვევდა ქაოსს ჰაჯის დროს. 29 მაისს ირანის კულტურის მინისტრმა, ალი ჯანათიმ თქვა, რომ ირანელები არ მიიღებენ წლევანდელ ჰაჯში მონაწილეობას. 2015 წელს 460-მდე ირანელი მლოცველი იქნა მოკლული ჭყლეტაში მექასთან. თეირანმა საუდის არაბეთს უუნარობაში დასდო ბრალი, ორგანიზება გაუკეთოს მასობრივ აქტს. სუნიტურმა საუდის არაბეთმა ურთიერთობა გაწყვიტა შიიტურ ირანთან იანვარში, როცა მის საელჩოს თავს დაესხნენ თეირანში, რაც რეაქცია იყო საუდის არაბეთში ცნობილი, შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯაზე.

XS
SM
MD
LG