Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩადის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


სენეგალში გამართულსაგანგებო სასამართლო პროცესზე, ჩადის ყოფილი პრეზიდენტი, ჰისენ ჰაბრე, დამნაშავედ სცნეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულში და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ჰაბრეს ეკისრება პასუხიმგებლობა ხელისუფლებაში თავისი ყოფნის დროს, 1982-1990 წლებში, პოლიტიკური ოპონენტების წამებასა და დახოცვისთვის. მას ბრალად ედება 40 ათასამდე ადამიანის მკვლელობა. ცნობით, ჰაბრე წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. 1990 წელს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ის სენეგალში გაიქცა.

XS
SM
MD
LG