Accessibility links

logo-print

თურქეთი რუსეთს ადანაშაულებს ქურთი სეპარატისტების შეიარაღებაში


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი რუსეთს ადანაშაულებს ქურთების აკრძალულ ორგანიზაცია "ქურთისტანის მუშათა პარტიისათვის" ანტისაჰაერო იარაღისა და რაკეტების მიწოდებაში. თურქეთის მედიის ცნობით, ერდოანმა 30 მაისს განაცხადა, რომ რუსეთმა ერაყისა და სირიის გავლით მიაწოდა იარაღი ქურთ მეამბოხეებს. ამ ბრალდებაზე გამოხმაურებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა: როცა ვინმე რამეს ამბობს, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოსო. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარსდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი ამ ინციდენტის შემდეგ მოსკოვმა სანქციები დაუწესა თურქეთს და ორმხრივი ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა.

XS
SM
MD
LG