Accessibility links

logo-print

პარლამენტის შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, „ნუ მაბოლებ“


თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, „ნუ მაბოლებ.“ აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულეს და მოითხოვეს, პარლამენტმა მიიღოს კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, კანონპროექტი 2013 წლიდან დღემდე ორჯერ დაბლოკა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. აქციის ორგანიზატორმა, „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ პარლამენტის შენობასთან გამართა ე.წ. სიკვდილის ტაბლოს პრეზენტაცია. ტაბლოს სიმბოლური მრიცხველი თამბაქოს მოხმარების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობას ითვლის. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების შედეგად, საქართველოში ყოველწლიურად იღუპება 11 ათასი ადამიანი.

XS
SM
MD
LG