Accessibility links

logo-print

სირიაში 23 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად


სირიის ქალაქ იდლიბში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ 31 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ ღამით მოწყობილი საჰაერო დარტყმები მიმართული იყო რამდენიმე ობიექტის, მათ შორის საავადმყოფოსთან მდებარე შენობის წინააღმდეგ. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის შვიდი ბავშვია. შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ინციდენტი მიჩნეულია ყველაზე მძიმე დაბომბვად მას შემდეგ, რაც თებერვალში იქნა მიღწეული შეთანხმება ბრძოლის შეჩერებაზე. სირიელი მეამბოხეების ჯგუფებს ძლიერი პოზიცია აქვთ ქალაქ იდლიბში და ამავე სახელწოდების პროვინციაში. რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები გასული წლიდან არიან განთავსებული სირიაში, მეამბოხეებთან ბრძოლაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG