Accessibility links

logo-print

ყაზახეთში იმართება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი


ასტანაში იმართება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასპინძელი ყაზახეთის, ასევე ყირგიზეთის, სომხეთის, ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტები იმსჯელებენ ევრაზიული ინტეგრაციის გაღრმავებაზე, ჩინეთთან თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ევრაზიული სამიტის დაწყებამდე გაიმართა ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ნურსულთან ნაზარბაევისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ორხმრივ ურთიერთობაზე მოსალაპარაკებლად. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არსებობს 2014 წლის 29 მაისიდან: იმ დღეს რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ლიდერებმა ასტანაში ხელი მოაწერეს დამფუძნებელ ხელშეკრულებას. მოგვიანებით ამ ჯგუფს სომხეთი და ყირგიზეთი შეუერთდნენ.

XS
SM
MD
LG