Accessibility links

logo-print

ნადია სავჩენკომ პარლამენტარის ფიცი დადო


უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ, რომელმაც თითქმის ორი წელი დაჰყო რუსეთის ციხეში და გასულ კვირაში იქნა გათავისუფლებული, პარლამენტარის ფიცი დადო. სავჩენკო აირჩიეს უკრაინაში 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. მაშინ ის უკვე დაკავებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ. „მე დავბრუნდი და არ მოგცემთ უფლებას, დაივიწყოთ! არ მოგცემთ უფლებას დაივიწყოთ თქვენ - ვინც "ვერხოვნა რადას" ამ სავარძლებში ზის - დაივიწყოთ ის ბიჭები, რომლებიც მაიდანზე დაიღუპნენ და ახლა დონბასში იღუპებიან“, განაცხადა სავჩენკომ უკრაინის პარლამენტში. მან თავის პრიორიტეტად დაასახელა ბრძოლა რუსეთში დაკავებული დანარჩენი უკრაინელების გამოსახსნელად. ამ პირებს უკრაინაში პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG