Accessibility links

logo-print

ავღანეთში, სავარაუდოდ, თალიბებმა მოკლეს 13 სამოქალაქო პირი


ავღანეთში, სავარაუდოდ, თალიბმა მებძროლებმა მოკლეს 13 სამოქალაქო პირი მას შემდეგ, რაც ყუნდუზის პროვინციის ავტომაგისტალზე ავტობუსებს არ მისცეს გზის გაგრძელების საშუალება და მგზავრები დააკავეს. ყუნდუზი ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარეობს. თავდამსხმელებმა ჯერ მძევლად აიყვანეს 185 მგზავრი, შემდეგ კი მათგან 13 პირი მოკლეს და დანარჩენები გაუშვეს. ამის შესახებ ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს უთხრა პროვინციის წარმომადგენელმა, ჰეჯრატულა აკაბარიმ. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ თალიბებმა 18 მძევალი დახოცეს. თალიბანს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ამ ინციდენტზე. თალიბი მეამბოხეები ხშირად აჩერებენ სატრანსპორტო საშუალებებს და ეძებენ ავღანეთის მთავრობის, უშიშროების ძალებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარომმადგენლებს. ასეთი ინციდენტების რიცხვი, როგორც ჩანს, იზრდება.

XS
SM
MD
LG