Accessibility links

logo-print

"ამნესტის" მონაცემებით, სულ უფრო იზრდება ადგილნაცვალი ავღანელების რიცხვი


უფლებადამცველ ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლის" მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა ავღანეთში კონფლიქტის გამო ადგილნაცვალი პირების რიცხვი. ორგანიზაციის ინფორმაციით, ავღანეთში დარჩენილი ადგილნაცვალი პირების რიცხვმა 1,2 მილიონს მიაღწია, ხოლო უცხოეთში 2,6 მილიონი ავღანელი ლტოლვილი იმყოფება. "ამნესტი ინტერნეშნლის" ანგარიშით, ეს მონაცემები მიანიშნებს, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ავღანეთში სხვადასხვა პერიოდში თითქმის ყველა ოჯახს მოუწია შინიდან გაქცევა. 31 მაისს გამოქვეყნებული ამ ახალი ანგარიშის სახელწოდებაა „ამ ზამთარს შვილები მომიკვდება - ადგილნაცვალთა წინაშე ავღანეთის შეუსრულებელი ვალდებულება“. მასში ვკითხულობთ, რომ ავღანეთში ადგილნაცვალი პირები განიცდიან რიგიანი თავშესაფრის, სურსათისა და წყლის ნაკლებობას, თითქმის მთლიანად არიან მოკლებული სამედიცინო დახმარებასა და განათლებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით სულ უფრო უარესდება მდგომარეობა. 2014 წლის ბოლოს ამ ქვეყნიდან უცხო ქვეყნების საბრძოლო შენაერთების გასვლის შემდეგ, უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა ავღანეთის უშიშროების ძალებმა ჩაიბარეს.

XS
SM
MD
LG