Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში შეხვდა ამ ქვეყნის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ქალაქ ბორდოში გამართული შეხვედრისას, ოლანდმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, ისევე როგორც ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. შეხვედრის დროს კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლური კურსისათვის ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პოლიტიკურ მნიშვნელობას. ფრანსუა ოლანდმა გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვ და განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ექნება შესაბამის სამინისტროებთან, რათა, ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის თანხმობა მოკლე დროში იყოს მიღებული. ორი ლიდერის შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასაც. იუწყებიან აგრეთვე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი.

XS
SM
MD
LG