Accessibility links

logo-print

რუსეთი უარყოფს ბრალდებას სირიის ქალაქ იდლიბზე საჰაერო იერიშის შესახებ


რუსეთი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს სირიის ქალაქი იდლიბი, სადაც წუხელ, უფლებადამცველების ცნობით, 23 ადამიანი დაიღუპა. იდლიბს სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, იგორ კონაშენკოვმა 31 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავებს არ შეუსრულებიათ საბრძოლო მისია იდლიბის პროვინციაში - რომ აღარაფერი ვთქვათ საჰაერო დარტყმებზეო. მანამდე ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიამ“ გაავრცელა ინფორმაია, რომ საჰაერო დარტყმები მიმართული იყო იდლიბში რამდენიმე ობიექტის, მათ შორის საავადმყოფოსთან მდებარე შენობის წინააღმდეგ. დაღუპულებს შორის შვიდი ბავშვია. ხოლო თურქეთის საგარეო უწყების მონაცემებით, დაიღუპა 60-ზე მეტი სამოქალაქო პირი. სირიელი მეამბოხეების ჯგუფებს ძლიერი პოზიცია აქვთ ქალაქ იდლიბში და ამავე სახელწოდების პროვინციაში. რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები გასული წლიდან არიან განთავსებული სირიაში, მეამბოხეებთან ბრძოლაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG