Accessibility links

logo-print

თურქეთი გერმანიას მოუწოდებს, ნუ აღიარებს გენოციდად სომეხთა ხოცვა-ჟლეტას


თურქეთმა გერმანია გააფრთხილა, ნუ აღიარებს გენოციდად პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების ხოცვა-ჟლეტას. გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში, მიმდინარე კვირაში გაიმართება კენჭისყრა ამ საკითხზე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 31 მაისს უთხრა ჟურნალისტებს, რომ მომხდარის გენოციდად აღიარება ზიანს მიაყენებდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობას. მრავალი ისტორიკოსი გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას. მაგრამ თურქეთისთვის მიუღებელია ეს შეფასება: ის აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.

XS
SM
MD
LG