Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბებმა შეიპყრეს ავტობუსის მგზავრები და მოკლეს 13 სამოქალაქო პირი


ავღანეთში თალიბმა მებძროლებმა მოკლეს 13 სამოქალაქო პირი და აიყვანეს 30-ზე მეტი მძევალი მას შემდეგ, რაც ყუნდუზის პროვინციის ავტომაგისტალზე ავტობუსებს ჩაუსაფრდნენ და მგზავრები დააკავეს. ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ჩრდილოეთში მდებარე ყუნდუზში თალიბებმა 31 მაისის დილას გაჩერება აიძულეს ოთხ ავტობუსს. როგორც ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს უთხრა ყუნდუზის პროვინციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰეჯრატულა აკაბარიმ, თავდამსხმელებმა ჯერ მძევლად აიყვანეს 185 მგზავრი, შემდეგ კი მათგან 13 პირი მოკლეს და დანარჩენები გაუშვეს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ თალიბებმა 18 მძევალი დახოცეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელიც ამბობს, რომ უშიშროების ძალების თანამშრომლებს ეძებდა. თალიბი მეამბოხეები ხშირად აჩერებენ სატრანსპორტო საშუალებებს და ეძებენ ავღანეთის მთავრობის, უშიშროების ძალებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ასეთი ინციდენტების რიცხვი, როგორც ჩანს, იზრდება.

XS
SM
MD
LG