Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში „მონურ შრომას“ აიძულებენ 46 მილიონ ადამიანს


31 მაისს გამოქვეყნდა „მონობის გლობალური ინდექსი“, რომლის თანახმად, მსოფლიოში 46 მილიონ ადამიანს აიძულებენ „მონურ შრომას“, რაც 2014 წლის მონაცემზე ათი მილიონით მეტია. ანგარიში, რომელიც ავსტრალიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ,,„უოკ ფრი ფაუნდეიშნმა“, გამოაქვეყნა, წარმოადგენს 167 ქვეყნის მონაცემთა ანალიზს. „თანამედროვე მონობა“ ისეთი საქმიანობაა, რომელსაც ადამიანები მიმართავენ იძულებით, არა ნებაყოფლობით, ან ბავშვთა შრომაა, ან კიდევ ადამიანებით ვაჭრობას წარმოადგენს. ინდექსის თანახმად, ხუთი ქვეყანაა პირველ ადგილზე სიაში, ასენი არიან: ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და უზბეკეთი. ამ სიაში რუსეთი აბსოლუტური მონაცემებით, მეხუთე ადგილზეა, იქ მილიონზე მეტ ადამიანს აიძულებენ მონურ შრომას. თუმცა, მოსახლეობის საერთო რიცხვთან შედარებით პროცენტული მონაცემით, რუსეთი 16-ე ადგილზეა. სიაში, მონური შრომის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, ლუქსემბურგია.

XS
SM
MD
LG