Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტვიტერმა“ შეაჩერა კრემლის მიმართ დამცინავი ანგარიშების მუშაობა


სოციალურმა ქსელმა, ტვიტერმა შეაჩერა თავისი რამდენიმე პოპულარული ანგარიშის მუშაობა, რომლებიც რუსეთის ოფიციალურ პირებს დასცინიან. ამას მოჰყვა დიდი უკმაყოფილება მომხმარებლებში, რომლებიც ადანაშაულებენ ტვიტერს, როს მან კრემლის ზეწოლას ქედი მოუხარა. სულ მცირე, ხუთი ინგლისურენოვანი ანგარიში, რომლებიც რუსეთის მთავრობას მასხრად იღებდნენ, 31 მაისს აღარ მოქმედებს, მათ შორისაა პოპულარული @DarthPutinKGB. მომხმარებლებმა წამოიწყეს ანგარიშის მხარდაჭერის კამპანია ეგრეთ წოდებული "ჰაშტაგით": #NoTwitterGulagForDarthPutinKGB. არ არის ცნობილი არც ვადები, არც ვითარება ანგარიშების მუშაობის შეწყვეტისა. ტვიტერის წარმომდგენელმა, რადიო თავისუფლებას მიუთითა კომპანიის „მოხმარების წესებზე“.

XS
SM
MD
LG