Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 10 ადამიანი დაიღუპა სასამართლოზე თალიბების თავდასხმისას


ავღანეთში 10 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზნიში სასამართლოზე თალიბების თავდასხმისას. დაღუპულებს შორის არიან ხუთი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხმა ტერორისტმა მოაწყო თავდასხმა ღაზნიში, რომელიც აღმოსავლეთში მდებარე ღაზნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ექსტრემისტებს ნათქვამი აქვთ, რომ შურს იძიებენ 8 მაისს ექვსი თალიბი პატიმრის ჩამოხრჩობისათვის, ტერორიზმში ბრალდებით მათი გასამართლების შემდეგ.

XS
SM
MD
LG