Accessibility links

logo-print

შვეიცარიის ალპებში იხსნება მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი


შვეიცარიაში იხსნება მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი, რომელიც შუა ალპებში გადის. 57-კილომეტრიანი გვირაბი დაფინანსდა 23 მილიარდი შვეიცარული ფრანკით განსაზღვრული პროექტით და ემსახურება მგზავრებისა და ტვირთების გადაადგილების დაჩქარებას ალპებში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპას შორის მდებარე მთათა სისტემაში. გვირაბის მშენებლობა 17 წელი გაგრძელდა და 12 მილიარდამდე დოლარი დაჯდა. 1 ივნისს გაიმართება გვირაბის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელზეც რამდენიმე ქვეყნის ლიდერებს მოელიან. გვირაბით დღეში 260-მდე სატვირთო და 65 სამგზავრო მატარებელი ისარგებლებს.

XS
SM
MD
LG